მამუკა ბახტაძე: ე.წ. კვლევების შედეგები წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანის მცდელობაა

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე სხვადასხვა ტიპის კვლევებს, რომელთა შედეგებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შეტანის მცდელობად აფასებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„2012 წლიდან დაწყებული, მე ბევრი მსგავსი ე.წ. კვლევის შესახებ მსმენია და საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო ნათელი. საზოგადოება ამჯერადაც გააკეთებს არჩევანს და ამაში კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდებით. მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია და „ფეიკნიუსები”, ჩემი აზრით, გარკვეული ძალების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანის მცდელობაა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები