ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს – კვლევის შედეგებით, “ქართული ოცნება” ლიდერობს

“იპსოსი” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შესაბამის ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. როგორც ირკვევა, კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” – 18%, ხოლო “ევროპული საქართველოს” 7% დაუჭერდა მხარს. გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ ხმას “პატრიოტთა ალიანსს” დაუჭერდა, ამდენივე პროცენტი დაუჭერდა მხარს “ლეიბორისტული პარტიას”. გამოკითხულთა 1% მისცემდა ხმას “თავისუფალ საქართველოს”. “რესპუბლიკური პარტია”, ამ შემთხვევაში, არავის დაუსახელებია. გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. 17% არცერთი პარტიის მხარდაჭერას აპირებს, ხოლო 9% პასუხზე უარს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები