მამუკა ბახტაძე: საქართველოში ოჯახსა და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და მომავალშიც ასე იქნება

“საქართველოში ოჯახსა და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტების მიერ 17 მაისთან დაკავშრებით დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება კანონით დაცულია.
„ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქის უფლება არის დაცული კანონით. საქართველოში ოჯახსა და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები