მამუკა ბახტაძე: ეროვნულ იდეას გამოუჩნდა ოპონენტები, რაც სრულიად აცდენილია ჩვენს ინტერესებს

“ეროვნული იდეა იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი, მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები იცხოვრებენ ერთიან და ძლიერ საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში განათლებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ გამოუჩნდნენ ეროვნულ იდეას ოპონენტები.
„სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევისა. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ეროვნულ იდეას, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, გამოსჩენოდა ასეთი ოპონენტები მიუხედავად მათი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოა და აცდენილია ჩვენს ეროვნული ინტერესებს, მაგრამ ასეთებიც გამოჩდნენ. კიდევ ერთხელ მსურს, გავიმეორო და თქვენ წინაშე ავიღო პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ამ ეროვნულ იდეას აუცილებლობად მივიყვანთ ბოლომდე. სწორედ ეს ეროვნული იდეა იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი, მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები იცხოვრებენ ერთიან და ძლიერ საქართველოში; მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს საქართველოს, როგორც ყველაზე ნიჭიერი და განათლებული ერისა და ქვეყნის მქონე შვილებს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები