მაია ცქიტიშვილი გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად საზანოსა და ზორვეთის მოსახლეობას შეხვდა

​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატთან, გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად საზანოსა და ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნო, რაც რეგიონში და კონკრეტულად ზესტაფონის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში იგეგმება.
“ზესტაფონში რეგიონული განვითარებისთვის 5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი გვაქვს განსაზღვრული, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 15 სკოლის ადა 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. გვაქვს გზების დეპარტამენტის 15-მდე პროექტი და ამდენივე იგეგმება წლის განმავლობაში.”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრის შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ საზანოსა და ზოვრეთის მოსახლეობასთან შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და განხილულ იქნა აქტუალური საკითხები.

“სამინისტროში გეგმებსა და პროიორიტეტებს სწორედ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად ვგეგმავთ. ბევრი პროექტია დაგეგმილი იმერეთში – 60 მილიონი ლარი მუნიციპალიტეტებში გადანაწილებულია. უკვე დავიწყეთ 2020 წლის პროექტებზე მუშაობა. ასეთი შეხვედრები კი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს.დიდი სამთავრობო პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ყველა ერთად განვახორციელებთ” -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
​ზესტაფონის მერობის მმართველი გუნდის კანდიდატმა აღნიშნა, რომ იმ პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს ეტაპობრივად მოგვარდება.
“საზანოსა და ზორვეთის მოსახლეობა ითხოვს 2 სოფლის ტყლაპივაკისა და ზოვრეთის დამაკავშირებელი გზის გაკეთებას. მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს პროექტი უკვე ჩასმულია სამუშაოთა ნუსხაში და ეს პრობლემა მოუგვარდებათ. საზანოში ასევე აშენდება საბავშვო ბაღი, რომელიც მთელი მუნიციპალიტეტის ბაღებს შორის, ერთ-ერთი თანამედროვე, ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. ასე რომ, ეტაპობრივად შევძლებთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას”-აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.




კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები