ოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა, დაღუპულია 10 ადამიანი

ოდესაზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში იუწყება.

„ქალაქ ოდესაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, რუსული ძალები ოდესას ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხნენ. ჩამოგდებული რაკეტა საცხოვრებელ უბანში დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები