ოლივერ ვარჰეი: ველოდებით, რომ საქართველომ უკან გაიწვიოს საკამათო კანონი

Hearing of Oliver VÁRHELYI , Commissioner-designate, Neigbourhood and Enlargement - Arrival - Opening statement - Q&A session

კვლავ ერთგულნი ვართ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ იმ იმედით, რომ საქართველო მოაგვარებს არსებულ გამოწვევებსა და გაატარებს ძირეულ რეფორმებს, რათა კომისიამ შეძლოს ევროკავშირის გზაზე ქვეყნის დაბრუნების განხილვა, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მან ხელისუფლება გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და სხვა კანონები [საუბარია ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე] ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებს.

„26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა მიგნებებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც მოხდა მაღალი დაძაბულობისა და პოლარიზაციის გარემოში. ეს წინასწარი მიგნებები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც უკვე იყო გამოკვეთილი ევროკომისიის წინა ძირითად რეკომენდაციებში. ჩვენი მხრიდან, კვლავ ერთგულნი ვართ საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ იმ იმედით, რომ საქართველო მოაგვარებს არსებულ გამოწვევებსა და გაატარებს ძირეულ რეფორმებს, რათა კომისიამ შეძლოს ევროკავშირის გზაზე ქვეყნის დაბრუნების განხილვა“, – აღნიშნა ვარჰეიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები