ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გამოაგზავნის.

მისი თქმით, ტექნიკური მისიის მიზანი ადგილზე სიტუაციის ანალიზი და იმის გარკვევაა, თუ რა მოხდა არჩევნებზე.

„ეს ტექნიკური ხასიათის მისიაა. მისიის მიზანია ადგილზე გააანალიზოს ყველა გარემოება არჩევნებთან დაკავშირებით. დარღვევები უნდა გაირკვეს, უნდა გაანალიზდეს. ამისთვისაა ტექნიკური მისია.

ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ მოვიწვევთ საბჭოს სხდომას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა იცოდნენ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვსაუბრობთ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე“, – აღნიშნა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები