რადოსლავ სიკორსკი: მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მანდატი და შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი
მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მანდატი და შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„ძალიან სამწუხარო დისკუსია გვქონდა საქართველოს შესახებ, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებმა გამოავლინეს დარღვევები და საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო არჩევნები. ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, მაგრამ საქართველომ უნდა გააკეთოს მეტი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გზაზე დასაბრუნებლად.მე ასევე მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული მანდატი და შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვერევით საქართველოს მართლმსაჯულებაში, მაგრამ აქ ევროპაში ჩვენ გვახსოვს როგორც თქვენი ქვეყნის მოდერნიზატორი და იმედი გვაქვს რომ მისი გათავისუფლება მოხდება
მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს მის ხელთ არსებული მანდატი და შეიწყალოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა სიკორსკიმ.