ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: რუსეთის წინააღმდეგ სხვა ხალხის მეშვეობით ვიბრძვით, უკრაინის მეშვეობით და ახლა საქართველოს გამოყენება გვსურს – და ვინაიდან მათ ეს არ სურთ, გვსურს დავსაჯოთ ისინი
რუსეთის წინააღმდეგ სხვა ხალხის მეშვეობით ვიბრძვით, უკრაინის მეშვეობით და ახლა საქართველოს გამოყენება გვსურს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ლუბოშ ბლაჰამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს უფლება აქვს ითანამშრომლოს რუსეთთან, რადგან მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულია.
„იმპერიალისტური მიდგომაა, აიძულო საქართველო რუსეთის მიმართ აგრესიული იყოს. რუსეთის წინააღმდეგ სხვა ხალხის მეშვეობით ვიბრძვით. უკრაინის მეშვეობით და ახლა საქართველოს გამოყენება გვსურს. და ვინაიდან მათ ეს არ სურთ, გვსურს დავსაჯოთ ისინი. ეს ამორალური მიდგომაა. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ქართველებზე ზრუნავს, თუმცა ორი კვირის წინ, პლენარულ სესიას მხოლოდ თარჯიმნები და ხუთი ევროპარლამენტარი ესწრებოდნენ. საქართველოს უფლება აქვს თავისი დემოკრატიული გზა აირჩიოს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.