ზუგდიდში ყოფილი გამგებელის, ალექსანდრე ქობალიას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ამ წუთებში, ზუგდიდში წმინდა გიორგის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილ გამგებელს, ალექსანდრე ქობალიას გზა უკანონოდ აქვს გადაკეტილი და ადგილობრივებს გადაადგილებაში პრობლემა ექმნებათ. მათი თქმით, ქობალიამ გზა რამდენიმე წლის წინ თვითნებურად გადაკეტა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე მისი კუთვნილი საწყობი მდებარეობს.
“30 აპრილს გენინსპექციაში შევიტანეთ განცხადება, 1 თვის განმავლობაში პასუხი თუ არ მოვიდა, ჩვენ აუცილებლად, საკუთარი ძალებით გავსხნით გზას და მოვაგვარებთ პრობლემას”,- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კიმ კიმი.
აქციის მონაწილეები ალექსანდრე ქობალიას მოუწოდებენ მათ მოთხოვნაზე დროული რეაგირება მოახდინოს და გახსნას გზა, რათა გადაადგილების პრობლემა აღარ შეიქმნას.
წმინდა გიორგის ქუჩაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს სამი საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული.