ზუგდიდში ავარიისას დაშავებული მოზარდები კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მოათავსეს

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულებიდან, ორ მოზარდს ამ წუთებში, საავადმყოფოში გამოკვლევები უტარდება.
ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებულები.
როგორც „კვირას“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, კლინიკის მიმღებ განყოფილებაში სხვდასხვა დაზიანებებით 2 მოზარდი, გოგო და ბიჭი მიიყვანეს.
მისივე თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა და გამოკვლევები უტარდებათ.
ცნობისათვის, რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა.
“კვირას” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
როგორც ადგილიდან “კვირას”ჟურნალისტი იტყობინება, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები