თამარ ჟვანია: როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია მზად არის, პარლამენტში მივიდეს და კითხვებს პასუხის გასცეს. ამის შესახებ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს. “მინდა, გამოვეხმაურო ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნო, რომ, როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესშია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ყოველთვის მივესალმები დიალოგს ნებისმიერი ფორმით!”, – წერს თამარ ჟვანია
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები