გიორგი ვაშაძე: სანდრა რულოვსი რეგიონის მოკაშკაშე ვარსკვლავია, რომელმაც ზუგდიდის ხელმძღვანელობა უნდა ჩაიბაროს

„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსი სამეგრელოში მოკაშკაშე ვარსკვლავია, რომელმაც რეგიონი უნდა ჩაიბაროს. როგორც მან განმუხურში რულოვსის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, მათი მიზანია, რომ საქართველო წარმატებული და ერთიანი სახელმწიფო იყოს.
„უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს მისი უშუალო ხელმძღვანელობით ამ ქალაქში, რამდენი უცხოური ინვესტიცია შემოვა, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება. უბრალოდ, ვამბობ, რამდენი ჩვენგანი დაიწყებს საქმის კეთებას ნაცვლად იმისა, რომ გვიწევს იმ პრობლემებზე ხაზგასმა, რაც დღეს ქვეყანაში არის. შეხედეთ ამ ადგილს, შეხედეთ განმუხურს, შეხედეთ ანაკლიას. ნუთუ ამას იმსახურებთ თქვენ. ნუთუ ამას იმსახურებს საქართველო? ჩვენი თვითმიზანი უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლა კი არ არის; ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს ძლიერი, წარმატებული და ერთიანი სახელმწიფო. აი, ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. სანდრა რულოვსი, ჩემი აზრით, არის რეგიონის მოკაშკაშე ვარსკვლავი, რომელმაც უნდა ჩაიბაროს ზუგდიდის ხელმძღვანელობა. არ იმსახურებს ზუგდიდი, არც მისი სოფლები და არც ქალაქის ცენტრი, რომ იყოს ასე ბეჩავად მიგდებული გავერანებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები