დავით ზალკალიანი: რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც საერთაშორისო ურთიერთობებს თავდაყირა აყენებს

„სიტუაცია, რომელიც მსოფლიოში საერთაშორისო ურთიერთობებში არის შექმნილი, დიდწილად განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, დაუშვებელია გადახვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან და იმ ღირებულებებიდან, რა პრინციპებზეც არის დაფუძნებული.
„აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და ბუნებრივია, ჩვენც ამ პრინციპების ერთგული ვართ ისევე, როგორც ჩვენი ბალტიელი მეგობრები. დაუშვებელია გადახვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან და იმ ღირებულებებიდან, რა პრინციპებზეც არის დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის დღის წესრიგი. ამავე ნორმებზეა დაფუძნებული ორგანიზაციებიც, რომლებშიც გაწევრიანებულია როგორც საქართველო, ისე რუსეთის ფედერაცია. ბუნებრივია ჩვენი პოზიციაც იქნება აქედან გამომდინარე და ჩვენ ერთგული ვიქნებით ამ პოზიციის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები