მეტრეველი ხუხაშვილი-აბაშიძის ეთერზე: როცა ორდიპლომიანი ანალიტიკოსი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილისა და გია აბაშიძის გუშინდელ ეთერს ეხმაურება.
„თურმე ორდიპლომიან ექსპერტ-ტელეწამყვანი ხუხაშვილი მარტო ამ წოდებებით არ კმაყოფილდება, როგორც ვხედავ, კაი ბიჭის სახელიც მონდომებია. მაგრამ “კაი ბიჭები”, თუ ქალაქში გაუვლია ბატონ გიას, ეგრე არ უზრდელობენ. თუ ეს კაცი „მომავალზე” (არა ბიზნეს-პოლიტიკურზე) ფიქრობს, ძალიან დუგვიანდა. “კაი ბიჭობას” დიდი დრო და შესაბამისი ცხოვრების წესი სჭირდება.
მე ხუხაშვილის არც დიპლომებისა და არც ექსპერტობის თუ ანალიტიკოსობის შეფასებას არ ვაპირებ. ერთს კი ვურჩევ (თვითონ, ფაქტია, არ იცის) – ორდიპლომიანებიც და, მით უმეტეს, “კარგი ბიჭებიც” არ უნდა უზრდელობდნენ. საწყენია, როცა ჩემთვის პატივსაცემი „ტვ პირველსა” და დიანა ტრაპაიძის გადაცემას ასაკიანი პიონერები გვარამიას გადაცემას ამსგავსებენ. როდესაც ტელეწამყვან-ანალიტიკოსი და თანაც ორდიპლომიანი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო. ტელეგადაცემაში სტუმრად მიწვეული ზრდილობიანი კაცის შეურაცხყოფა  თუ გინდა, ისიც უნდა იცოდე, მაგისთვის სხვა ადგილი არსებობს და სხვა „სპროსიც”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“.
ცნობისთვის, გუშინ „ტვ პირველზე” გადაცემას „ღამის ამბები დიანა ტრაპაიძესთან და გია ხუხაშვილთან ერთად” ექსპერტი გია აბაშიძე სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები