22 ლარის ოდენობის სოციალურ პაკეტს, მიუხედავად საპენსიო ასაკისა, ყველა ვეტერანი მიიღებს

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 მაისის №222 დადგენილებით, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

„კონკრეტულად, 22 ლარის ოდენობის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის/სოციალური პაკეტის მიღების უფლება მიენიჭათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს, მიუხედავად საპენსიო ასაკისა და ვეტერანის სტატუსის მინიჭების თარიღისა.

აღნიშნული სოციალური პაკეტის დანიშვნის მოთხოვნით, განცხადებით უნდა მიმართოთ სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილ უწყებას – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და წარადგინოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვეტერანის მოწმობა.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მთავრობის ამ დადგენილებით, 26000-ზე მეტი ვეტერანი, რომელიც 2009 წლიდან ვერ სარგებლობდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით/სოციალური პაკეტით, გათავისუფლდა ამ დისკრიმინაციული მდგომარეობიდან“, – ნათქვამია ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები