ინტერპელაციის წესით, „ევროპულმა საქართველომ“ პრემიერი პარლამენტში დაიბარა

ინტერპელაციის წესით, „ევროპულმა საქართველომ“ პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში დაიბარა. დაბარება საბანკო რეგულაციების საკითხს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი პირველი ინტერპელაციისას პარლამენტში სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გასაცემად ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე სასაუბროდ დაიბარა, ახლა კი იგი პარლამენტის წინაშე მიმდინარე თვის ბოლო პარასკევს წარდგება. ცნობისათვის, ივნისის დასაწყისში მამუკა ბახტაძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, მთავრობის ყოველწლიური მუშაობის ანგარიშით წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები