სოფიო ქაცარავა: პროვოკაციებს ვხედავთ მარტო იმიტომ, რომ მოხდეს სურათის დისკრედიტაცია

„ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გეგა შენგელია ღირსეული კანდიდატი იყო, თუმცა რამდენიმე დღეა რაც შევუერთდი საარჩევნო კამპანიას ზუგდიდში და ის არის ნამდვილად საქმიანი და კომპეტენტური პიროვნება“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
მისი თქმით, მას აქტიური კომუნიკაცია აქვს ზუგდიდის მოსახლეობასთან – კეთილგანწყობა აშკარაა და მხარდამჭერების რაოდენობაც მაღალია.
„ჩვენი ამოცანაა, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და ჩვენ ძალიან მშვიდ გარემოში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას, თუმცა პროვოკაციული ფონი არის საკმაოდ მძაფრი, ამაზე ჩემმა კოლეგებმაც გაამახვილეს ყურადღება.
ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს ამ მშვიდი კამპანიის დისკრედიტაცია და რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ. ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ ამ არჩევნების დროს, არამედ ყოველთვის ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიებში, რომ მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობდეს წინა საარჩევნო კამპანია, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
ნებისმიერი შემთხვევის, ინციდენტის მიმართ უნდა იყოს რეაგირება, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ჩემი დაკვირვებით ამ ხნის განმავლობაში, რომ ფაქტია, კამპანია ძალიან მშვიდ ვითარებაში ვატარებთ კამპანიას ჩვენ, თუმცა პროვოკაციებს ვხედავთ მარტო იმიტომ, რომ მოხდეს სურათის დისკრედიტაცია“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები