ზვიად ძიძიგური: ზუგდიდში ხალხში არავითარი დაძაბულობა არის

“რამდენიმე დღეა, ზუგდიდში ვიმყოფები და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ხალხში არავითარი დაძაბულობა არის. მე მინახავს ზუგდიდში სხვა არჩევნები, რომლებიც ბევრად უფრო დაძაბული ყოფილა”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში “პოლიტმეტრი” ეთერში ჩართვისას განაცხადა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ზუგდიდში განსხვავებული ვითარებაა. ტელეკამერების წინ კი განსხვავებული სურათი ჩანს, რადგან ეთერში მხოლოდ ადგილზე ჩასული ოპონენტი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან დაკავშირებული ექსცესები ექცევა.
მისივე თქმით, ზოგადად, ექსცესები ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს.
,,რა ექსცესებიც ხდება, რა თქმა უნდა, ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს. ჩვენი ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ ასეთი ტიპის ქმედებები სასწრაფოდ იქნას აღკვეთილი და ყველაფერი გამოიძიონ. გუშინ ბოტანიკურ ბაღში მომხდარი შემთხვევაზე რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს მონაწილე. უფრო მყისიერად რა უნდა მოხდეს, როდესაც რამდენიმე საათში ადამიანს დააკავებენ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები