ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, პარლამენტში თამარ ჟვანიას მისვლის პრობლემა არ ექნება

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას საკანონმდებლო ორგანოში მისვლის პრობლემა არ ექნება.
როგორც კობახიძემ განმარტა, ანგარიშვალდებული ორგანოების პარლამენტში დაბარება ფრაქციების პრეროგატივაა.
“მათ ამის უფლება აქვთ და ბუნებრივია, გამოცხადდებიან შესაბამისი თანამდებობის პირები. დარწმუნებული ვარ, არც ცესკო-ს თავმჯდომარეს ექნება პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ისინი გამოცხადდებიან პლენარულ სხდომაზე და გასცემენ ყველა კითხვას პასუხს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები