არჩილ თალაკვაძე: დღეს “ნაცმოძრაობა” ცდილობს, ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, სხვას დააბრალოს ყველაფერი, რაც თავად გააკეთა. როგორც მან განაცხადა, თუ “ნაცმოძრაობის” რომელიმე წარმომადგენელს ნებისმიერი მტკიცებულება აქვს გია მხეიძის შესახებ, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ.
„ნაციონალური მოძრაობის” სტილია, რომ ისინი სხვას აბრალებენ ყველაფერს, რაც თავად გააკეთეს: ადამიანების დევნა, მედიის კონტროლი, ელიტური კორუფცია, არჩევნებში უხეში ჩარევა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაპატიმრება და დევნა. ესაა მათი პოლიტიკური მემკვიდრეობა და მართვის სტილი. დღეს ისინი ცდილობენ, ყველაფერი გადააბრალონ ხელისუფლებას.
​რაც შეეხება მხეიძესა და სხვა მოქალაქეებს – თუ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელს აქვს მტკიცებულება ნებისმიერი ადამიანის შესახებ, უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს ან საჯარო გახადონ ფაქტები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები