“მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული პირი მონაწილეობს”

„დღეს გია მხეიძის ჩამოყვანა ზუგდიდში მიუთითებს, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა ადამიანის ნებაზე”, – ამის შესახებ შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. მისი და ნიკა მაჭუტაძის თქმით, გამსახურდიას საქმეზე შექმნილ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში არაერთი მოწმის ჩვენება არსებობს, სადაც გია მხეიძე ფიგურირებს.
“მისი აქ ყოფნა მკაფიოდ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები გამსახურდიას პატივისცემაზე სიყალბე და ფარისევლობაა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
​მაჭუტაძის თქმით კი მხეიძე დევნის უშუალო მონაწილე იყო.
„გია მხეიძე არის დევნის უშუალო მონაწილე, რომელსაც შედეგად მოჰყვა პირველი პრეზიდენტის, დიდი ალბათობით, ლიკვიდაცია“, – აღნიშნა ნიკა მაჭუტაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, 2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნების დარბევის ფაქტზე ბრალდებულ გია მხეიძეს სამწლიანი პირობითი სასჯელი 2017 წლის 4 მაისს შეუფარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები