გეგა შენგელია: ოპონენტები არაპროგნოზირებად და კონფრონტაციულ მეთოდებს მიმართავენ

ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გეგა შენგელიას თქმით, ოპონენტები არაპროგნოზირებად და კონფრონტაციულ მეთოდებს მიმართავენ. როგორც მან აღნიშნა, ზუგდიდში წინასაარჩევნოდ მშვიდი ვითარებაა, თუმცა მიმდინარეობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ვითარების მძიმედ წარმოჩენა.
„ჩვენი ოპონენტების მოქმედებები უკვე, მე მგონი, ისტერიკაში გადაიზარდა. ისინი ძალიან არაპროგნოზირებად და კონფრონტაციულ მეთოდებს მიმართავენ, მუდმივად აპელირებენ ისეთ ფაქტებზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რათა მიაღწიონ თავიანთ საწადელს და შეუქმნან საზოგადოებას იმის განცდა, თითქოს, ზუგდიდში ძალიან მძიმე ვითარებაა. ზუგდიდში არის ძალიან მშვიდი ვითარება. მე დავდივარ კარდაკარ, მოსახლეობას ვხვდები. მათთან აქვთ მშვენიერი განწყობა, მშვიდი განწყობა და სწორედ ეს არ აწყობთ ჩვენ ოპონენტებს, რადგან მათ იციან, რომ ამ არჩევნებს პირწმინდად აგებენ. ამიტომ ცდილობენ, აქცენტი გადაიტანონ ისეთ ფაქტებსა და ისეთ ინტრიგებზე, როგორებსაც მიჩვეულები არიან”, – განაცხადა გეგა შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები