ირაკლი ლატარია: გია ხუხაშვილი „ნაციონალების” საკუთრებაა

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია გია ხუხაშვილისა და გია აბაშიძის გუშინდელ ეთერს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ხუხაშვილი საუბრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორი დიპლომებიანი ექსპერტია. თითქოს, ვიღაცას უმტკიცებს იმას, რომ ძალიან ძლიერია და როგორც „პროდუქტს”, სთავაზობს საკუთარ თავს. ცოტათი „მამიდას” თანამშრომელივით იქცევა და ეს არ შეეფერება ამხელა კაცს.
წინა აბზაცში ვსაუბრობდი ვარაუდით და აღნიშნული ეჭვი (სთავაზობს საკუთარ თავს) მალევე იქცა ბიზნესის ნაწილად, მელიამ და გვარამიამ მას ტაში დაუკრეს, ამოცანაც ამოხსნილია და „პროდუქტიც” ნაყიდია და, რაც მთავარია, კითხვებიც აღარ გვაქვს.
ხუხაშვილმა დაკვეთა შეასრულა, ახლა უკვე გია „ნაციონალების” საკუთრებაა”, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ „ტვ პირველზე” გადაცემა „ღამის ამბებს“ დიანა ტრაპაიძესა  და გია ხუხაშვილთან ერთად ექსპერტი გია აბაშიძე სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები