გაბრიჭიძე ხუხაშვილი-აბაშიძის ეთერზე: მორჩა შენი დრო, დიდო ანალიტიკოსო, მორჩა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილისა და გია აბაშიძის გუშინდელ ეთერს ეხმაურება.
„კაი, ხუხა რომ ხარ, 1985-ში მოსკოვში რომ გაქვს დისერტაცია დაცული კომბინატორულ ანალიზში („ტოჟე მნე ოსტაპ ბენდერ“) და “ნაცებსა” და „ოცნებას“ შორის სისტემურ განსხვავებას ვერ ხედავ, შენი დისერტაციის ხელმძღვანელმა, თუ ცოცხალია, თავი უნდა მოიკლას, მარა არც ის იქნებოდა შენზე ნაკლები „კომბინატორი“ (ორი ბოთლი არაყი და მისი ჯანი). მორჩა შენი დრო, დიიიდო ანალიტიკოსო, მორჩა. ახლა მარტო ტრაპაიძეს თუ დააბოლებ და გვარამია თუ შეგაქებს. მეტი არაფერი (მიHამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ეკალ-ბარდებიანი გზა“, – წერს ჟურნალისტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, გუშინ „ტვ პირველზე“ გადაცემა „ღამის ამბებს დიანა ტრაპაიძესთან და გია ხუხაშვილთან ერთად“ ექსპერტი გია აბაშიძე სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები