ანა მიქელაძე: 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება

“19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება”, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესები სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს, როგორც კანონმდებლობის მიხედვითაა განსაზღვრული.
„ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი გუშინ დასრულდა. 19 მაისს სამი ტიპის არჩევნები იმართება. როგორც მერობის რიგგარეშე არჩევნები, ასევე – საკრებულოებისა და მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები.
პროცესი სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს, როგორც კანონმდებლობის მიხედვითაა განსაზღვრული.
ბიულეტენები დაიბეჭდა. კანონმდებლობის თანახმად ბიულეტენები, პირველ ყოვლისა, ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეწოდებათ, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიები ბიულეტენებს საარჩევნო უბნებზე გადაანაწილებენ.
19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება. გუშინდელი მონაცემებით ხუთი ათასზე მეტი დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების გასაშუქებლად ცესკო-ში აკრედიტაცია 43-მა მედიასაშუალებამ გაიარა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები