„უმცირესობის აგრესიული პროპაგანდის ხარჯზე ილახება უმრავლესობის უფლებები“ – დოდო გუგეშაშვილი 17 მაისს ეხმაურება

“უმცირესობის აგრესიული პროპაგანდის ხარჯზე ილახება უმრავლესობის უფლებები”,- ამის შესახებ საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარემ, დოდო გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, სადაც 17 მაისთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მინდა, მოგილოცოთ ხვალინდელი დღე, ოჯახის დღე. ჩვენი ტრადიციების კიდევ ერთი დღე.
რატომ შევეცადე, თქვენი ყურადღება მიმეპყრო – წლების მანძილზე მიმდინარეობს აგრესიული პროპაგანდა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მხრიდან. მათ აქტიურად უჭერს მხარს ე.წ. მესამე სექტორი. ხშირ შემთხვევაში, უპრიანი იქნება, თუ მათ ნაწილს არასახელმწიფოებრივ სექტორს ვუწოდებთ, ვინაიდან ისინი ხმალაღებული ებრძვიან ტრადიციებს, რითაც გამორჩეულია ჩვენი სამშობლო. ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა ვართ, უფლის კვართი საქართველოში ინახება. გვაქვს ბევრი მოვალეობა, ასევე, დიდი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვიყოთ აგრესიულები, რაც ჩვენს ერში არ დევს; მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მიდის საქმე, უმცირესობის აგრესიული პროპაგანდის ხარჯზე ილახება უმრავლესობის უფლებები, რაც სრულიად დაუშვებელია.
დიახაც, საქართველოში მაცხოვრებელი ნებისმიერი მოქალაქე არის თანასწორი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ვერ შეეგუება მოკუნტრუშე, ე.წ. კაცებისა და გავაჟკაცებული „ქალების“ აგრესიულ პოლიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ხვალინდელი დღე უნდა იყოს გაკაშკაშებული და საქართველოს უმრავლესობის სურვილები, იდენტობა და ტრადიციული მიმართულებები უნდა იყოს დაკნინებული. ამას საქართველო ვერ შეეგუება. არავინ სდევნის არც სექსუალურ უმცირესობას, არც გაუკუღმართებულ უმცირესობას, ისინი ქუჩაში დადიან მშვენივრად; არავინ მისდევს ჩასაქოლად, ასეც უნდა იყოს. მათ აქვთ თავიანთი აბრები, რესტორნები, არავინ უვარდება იქ და ასეც უნდა იყოს. მაგრამ საქართველო არის ქალების და კაცების ქვეყანა, კეთილი ინებონ და თავიანთი გაუკუღმართებული პროპაგანდა თავისთვის შეინახონ, მათ არავინ ერჩის ჩემს სამშობლოში“, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს 130 ქვეყანა 2004 წლიდან აღნიშნავს. საქართველოში 17 მაისს, ასევე, აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები