თამარ ხულორდავა: ჩვენ აქ ვართ გეგა შენგელიას საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად

ის ძალა, რომელიც მანიპულაციებით და პროვოკაციებით ცდილობს, წარმოაჩინოს სხვაგვარი სურათი და შექმნას დაძაბულობის კერები, ალბათ არ არის თავის ძალებში და შედეგებში დარწმუნებული, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა თამარ ხულორდავამ ზუგდიდში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების შეფასებისას განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩვენ აქ ვართ გეგა შენგელიას საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ზუგდიდს ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი, რომელიც ასევე ძალიან დადებითადაა მიღებული ზუგდიდში და მთელს მუნიციპალიტეტში საზოგადოების მხრიდან, იმ ხალხის მხრიდან, რომელმაც 19 მაისს უნდა გააკეთოს არჩევანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, იმიტომ რომ გვყვავს მართლაც უალტერნატივო კანდიდატი… ჩვენი ინტერესი არის მხოლოდ ერთი, ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ყველას ჰქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა 19 მაისს. რათქმაუნდა იქნებიან ადამიანები, ვისაც ექნება განსხვავებული პოზიციები კანდიდატებთან დაკავშირებით, ამისთისაც ტარდება არჩევნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენ შედეგებში და ჩვენი სურვილი არის ის, რომ ყველას ჰქონდეს თავისუფლად არჩევნებზე პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი, ასე რომ ჩვენი ინტერესი, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ არის სტაბილური, მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. ის ძალა, რომელიც ასე ვთქვათ მანიპულაციებით და პროვოკაციებით ცდილობს, რომ წარმოაჩინოს სხვაგვარი სურათი და შექმნას დაძაბულობის კერები, ალბათ არ არის თავის ძალებში და შედეგებში დარწმუნებული და მიაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა მისი კანდიდატის თუ პარტიის წარმატების. მე ვფიქრობ რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ჩვენი აქაური საზოგადოება, მოსახლეობა საკმაოდ გათვიცნობიერებულია, გარკვეულია აი ამ ტექნიკაში, რომელსაც პარტიები იყენებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები