სოფო კილაძე: შუალედურ არჩევნებზე ყველა მხარემ უნდა დაიცვას კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

0

უმრავლესობის დეპუტატის სოფო კილაძის თქმით, შუალედური არჩევნებისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პროცესები დემოკრატიულ გარემოში წარიმართოს. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციაც უნდა შეეცადოს, რომ ადგილი არ ჰქონდეს პროვოკაციას.

„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა შუალედური არჩევნები ისევე დემოკრატიულად წარიმართოს, როგორც – ყველა წინა არჩევნები. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ტემპერატურა არის ძალიან მაღალი. ვხედავთ, რომ რაღაც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ოპოზიციაც უნდა შეეცადოს, ეს არჩევნები იყოს დემოკრატიულად წარმართული და არ ჰქონდეს ადგილი პროვოკაციებს, ერთმანეთთან დაპირისპირებას, რადგან, საბოლოოდ, ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება. ყველა მხარე ვალდებულია, დაიცვას კანონი. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი