საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი სრულ უკულტურობას ავლენს და ამავდროულად მძიმე დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს. სააკაშვილი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებს და ირონიულად აცხადებს, თითქოს ხულო და ხელოვნება ერთმანეთთან შეუთავსებელია.
,,რა ჰგონია, რომ ხულოელ ბავშვებს ხატვის სწვალა არ შეუძლიათ, ან არ სჭირდებათ, მისი აზრით ეს მხოლოდ დიდ ქალაქებში დაბადებული ბავშვების პრივილეგიაა?!
მან იცის, რომ ხულოში არჩევნები პირწმინდად აქვს წაგებული და ამის გამო თავს უფლებას აძლევს, ხულოსა და ხულოელებს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს არსება ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება, ზიზღს, ირონიასა და დაპირისპირებას თესავს.
სწორედ დაპირისპირებისთვის სჭირდება მას ზუგდიდიც და მთლიანად არჩევნებიც. საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა მას უარი, დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება 19 მაისს”,- აცხადებს ილია ნაკაშიძე.