გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში გია დანელიას მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა – თინათინ ბოკუჩავამ და ლევან ბეჟაშვილმა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში საკრებულოს წევრის – გია დანელიას მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. ისინი მოითხოვენ, პროკურატურამ დაუყოვნებლივ გამოიძახონ დაკითხვაზე საკრებულოს წევრი – გია დანელია. ოპოზიციონერები, ასევე, მოითხოვენ, რომ პროკურატურამ მიმართოს საკრებულოს დანელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
“ეს თემა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სადაც, პრაქტიკულად, არსებობს ღია მტკიცებულებები, რომლებშიც საკრებულოს წევრი პირდაპირ ამბობს, რომ იგეგემება ყველანაირი მეთოდის გამოყენება იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში, მათ შორის, ადამიანების დაგეგმილი გატაცება, მოსყიდვა, ძალადობრივი აქტები; ამიტომ, ბუნებრივია, ამას სჭირდება სათანადო რეაგირება იმთავითვე, რათა პრევენცია მოვახდინოთ და არ დავუშვათ კვირას რაიმე სახის ესკალაცია. პროკურატურა დღეს ვალდებულიც იყო, თავად გამოეძახა გია დანელია და ეწარმოებინა მისი გამოკითხვა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ამის იმედი, რომ პროკურატურამ ეს უკვე დაიწყო; ამიტომ შეგვაქვს დამატებით წერილობითი განცხადება”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, საქმე გუშინ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს ეხება, რომელშიც გია დანელია ფიგურირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები