გიორგი შენგელია: კონსტანტინე გამსახურდია არა მხოლოდ გენიალური მწერალია, არამედ – ადამიანი, რომელმაც ქვეყანას ეროვნული გმირი აღუზარდა

ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გიორგი შენგელია სამხატვრო გალერეაში კონსტანტინე გამსახურდიას 126-ე წლისთავთან დაკავშირებით მწერლებს, პუბლიცისტებსა და მკვლევრებს შეხვდა.
“დიდი ქართველი მწერლისა და ფილოსოფოსის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 126 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ შევხვდით მწერლებსა და მკვლევარებს, რომლებიც კონსტანტინე გამსახურდიას საკითხზე მუშაობდნენ. კონსტანტინე გამსახურდია არ არის მხოლოდ გენიალური მწერალი, რომელმაც შედევრები შექმნა; ის არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს აღუზარდა ეროვნული გმირი და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ცნობისთვის, კონსტანტინე გამსახურდია სწორედ ამ დღეს, 1893 წლის 15 მაისს აბაშაში დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები