ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი 18 მაისს სტუმრებს საინტერესო პროგრამით დახვდება

დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი მუზეუმების საერთაშორისო დღეს  როგორც მუსიკით, ისე ფილმების ჩვენებით ხვდება.
როგორც მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია,  ღონისძიებები 20:00 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.

 20:00-21:30 უსინათლო მუსიკოსთა ჯგუფის „რელიქვია“ (აღმასრულებელი დირექტორი: ნანა ბრეგვაძე) კონცერტი;
21:30-22:00 მარინე კოშკაძე-ღამბაშიძის პოეზიის საღამო;
22:00-23:00 ფილმის „მუზეუმის საიდუმლოებანი – ისრაელის მუზეუმი“ ჩვენება;
23:00-23:30 ფილმის „ქართული იერუსალიმი“ (რეჟისორი – რუსუდან ძნელაძე) ჩვენება;
23:30-00:30 მუზეუმის საგამოფენო სივრცის დათვალიერება. სტუმრები დაათვალიერებენ მუზეუმის განახლებულ ექსპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები