მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეთნოგრაფიული მუზეუმი ბავშვებს საინტერესო პროგრამით უმასპინძლებს

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 18 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა ტრადიციულად თავისუფალია.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ბავშვებისთვის  შემდეგი პროგრამა იგეგმება:

10:00 – 17:00 – ექსკურსიები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ზონაში; გაცოცხლებული ისტორიები;
11:00 – საუბრები ეკოლოგიაზე;
11:00 – სახალისო არქეოლოგია;
12:00 – პრეისტორიული ტექნოლოგიები (ქვის იარაღების დამზადება);
13:00 – შემეცნებით-გასართობი თამაშები: „ტრადიციული შეჯიბრი მშვილდოსნობაში“, „პირველყოფილი მონადირე“;
13:00 – 17:00 – ხალხური რეწვის გაკვეთილები: ტრადიციული დურგლობა, ტრადიციული ქსოვა, ტრადიციული მეთუნეობა, ხეზე კვეთა.
(გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა N1).

ასევე, 18 მაისს გაიმართება:

◆ 19:00 – კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენის გახსნა;
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. N8.

◆ უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება;
სვანეთის მუზეუმი, მესტია, ა. იოსელიანის ქ.N7.

◆ ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2019 GNM Fest.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები