მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ხელოვნების სასახლე სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლებს

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხელოვნების სასახლე სტუმრებს კვლავინდებურად მრავალფეროვანი პროგრამით სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“, საღამო გაიხსნება ანსამბლ „რუსთავის” მიერ შესრულებული ქართული ნაციონალური ცეკვით.
19:30 საათზე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გახსნის გამოფენას „ქართული ეროვნული სამოსი – ისტორია და თანამედროვეობა“. ექსპოზიციის ფარგლებში ხელოვნების სასახლეში დაცულ ისტორიული კოსტიუმებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ნაციონალური სამოსის სახლის მიერ, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული სამოსიც.
20:00 საათზე, ხელოვნების სასახლის წითელ ხალიჩაზე ქართველი დრამერები წარმოადგენენ დასარტყამი და სასულე საკრავების შოუს.
21:30 საათზე, პროექტის ფარგლებში „დიდი მხატვრების შედევრები“, პალიტრა მედიასა და ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ მოეწყობა იტალიელი მხატვრის – ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება.
23:00 საათზე, საღამო დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები