გია ვოლსკი: სააკაშვილი ემიგრანტებს თავს აჩვენებს, როგორც ღატაკი და რეალობაში ძვირადღირებულ შენაძენს აკეთებს

“ფლორიდის სანაპიროზე ადამიანთა ჯგუფი იმ ქართველებით მანიპულირებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.
„ადამიანთა ჯგუფი იმ ქართველებით მანიპულირებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ. მიხეილ სააკაშვილი მათ თავს აჩვენებს, როგორც ღატაკი და რეალობაში ძვირადღირებულ შენაძენს აკეთებს ფლორიდის სანაპიროზე. მეორე საკითხია, მოვითხოვთ თუ არა ამ ჩანაწერის იდენტობის დაზუსტებას. ბევრი ხალხია დაინტერესებული იმით, რომ ფარული ჩანაწერები, რასაც მოიპოვებენ, საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი. არ მგონია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყოს, რომ ეს ოჯახი დიდ ფინანსურ რესურსებს ფლობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები