ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე – დაშავებულია 5 ადამიანი

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურზე ავარდა. მომხდარის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები