„ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს კონკურსანტს „ევროვიზიაზე“ – ოთო ნემსაძეს!“

„ხმა მივცეთ საქართველოს!“ – ისრაელში საქართველოს საელჩო მოუწოდებს ყველას, ხმა მისცენ „ევროვიზიის“ ნახევარფინალში გასულ საქართველოს წარმომადგენელს.
ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე მაყურებლის წინაშე კონცერტის პირველ ნახევარფინალში , 14 მაისს, ისრაელის დროით 22:00 საათზე წარდგება.
„ისრაელიდან გააგზავნეთ სმს ნომერზე 70 70, მონაწილის ნომერი – 11.
ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია 2019 წლის ევროვიზიის ოფიციალური აპლიკაციის მეშვეობით (Eurovision Song Contest, The Official App). გადმოწერეთ აპლიკაცია თქვენი სმარტფონისათვის: ttps://eurovision.tv/app 
ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს კონკურსანტს „ევროვიზიაზე“, ოთო ნემსაძეს!“ – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები