შსს-მ დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშიას“ მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს ინტერვიუს დროს უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები