მამუკა მდინარაძე: იშვიათი თავხედობაა ის, რომ სააკაშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხვდება ქართველ ემიგრანტებს და მათ ფულს სთხოვს

“საერთაშორისო დონის თაღლითობა და იშვიათი თავხედობაა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ხვდება ქართველ ემიგრანტებს და მათ ფულს სთხოვს, თავად კი ფლორიდაში ძვირადღირებულ ვილებს ყიდულობს, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი თანხით”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მძიმე შრომით ირჩენენ თავს და არჩენენ ოჯახებს საქართველოში. სწორედ მათ სთხოვს სააკაშვილი ფულს პოლიტიკური საქმიანობისთვის. ის სკანდალშია გახვეული და ხელისუფლების მიმართ გამოთქმული აბსურდული ბრალდებებით ცდილობს ამ სკანდალის გადაფარვას… დარწმუნებული ვარ, რომ ამ თავხედობას ამომრჩეველი კიდევ ერთხელ უპასუხებს 19 მაისს და მხარს არ დაუჭერს პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალას, რომელიც ქვეყანას წარსულში დააბრუნებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები