ირაკლი კობახიძე ჟან-რენე კაზნევს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ჟან-რენე კაზნევი ხელმძღვანელობს.
საუბარი ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებს შეეხო, ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური, კულტურული და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პოტენციალს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ფრანგ პარლამენტარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები