მამუკა ბახტაძე: ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს განახლებაზე

“მაია მიმინოშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი. ის პარტიას ეხმარება ტრენინგებში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მას ამ მიმართულებით აქვს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“მაია მიმინოშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი. ის პარტიას ეხმარება ტრენინგებში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მას ამ მიმართულებით. რაც შეეხება პარტიის განახლებასა და ახალ სახეებს – ეს არის პარტიაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესი. ნებისმიერი პარტია მოწადინებული უნდა იყოს განახლებაზე, ახალი, საინტერესო, მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანების მოზიდვაზე და, ბუნებრივია, ეს არის ვალდებულება მმართველი პარტიისა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი უფროსი – მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები