10 წელი ქორეოგრაფიაში – რუსთაველის თეატრის დიდი სცენა მარიამ ალექსიძის გალას უმასპინძლებს

14 მაისისს,  20:00 საათზე,  რუსთაველის თეატრის დიდი სცენა მარიამ ალექსიძის გალას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2019 წელს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, დასის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში მუშაობის 10 წელს აღნიშნავს.
14 მაისს, გალაზე წარმოდგენილი იქნება ფრაგმენტები მარიამ ალექსიძის მიერ 10 წლის მანძილზე დადგმული თანამედროვე საბალეტო და ქორეოგრაფიული სპექტაკლებიდან.
საღამოში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველის თეატრის მსახიობები, მოწვეული ბალეტის მსახიობები და მუსიკოსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები