ახმეტელის თეატრში პრემიერაა – ინტეგრირებული სპექტაკლი „გაგა“ დაიდგმება

14 მაისს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, წარმოდგენილი იქნება ინტეგრირებული სპექტაკლი „გაგა“.
როგორც „კვირას“ ახმეტელის თეატრიდან აცნობეს, პიესის „გაგას“ ავტორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანი, დრამატურგი და მხატვარი მაია მარუაშვილია;  რეჟისორი – ლაშა გოგნიაშვილი.
მოქმედება თანამედროვე თბილისში ვითარდება, მოქმედი პირები მოზარდები არიან, ოჯახური ურთიერთობები, ბრძოლა თაობებს შორის, ბულინგი, თვითდამკვიდრება – ეს ის თემებია, რომელთაც პიესაში მაია მარუაშვილი ეხმიანება. სპექტაკლში დაკავებულია  „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის  ფონდის“  ორი  მეგობარი ბავშვი.
ერთმოქმედებიანი სპექტაკლი (ხანგრძლივობა – 60 წუთი) განხორციელდა თბილისის მერიის მხარდაჭერით.
მონაწილეობენ: იუკა ვასაძე, თამთა პატაშური,  სტუდია „მართვე“ მოზარდთა თეატრ თეატრალის აღსაზრდელები: გიგი აბდუშელიშვილი, სანდრო კაპანაძე,  თამარ ქარჩავა, ნინო ბუბუნაური, მალხაზ მიქავა, ლევან ლეჟავა, ელენე მახარაძე, მარიამ ბოლქვაძე, გიორგი კვიციანი,  სანდრო ჯანჯღავა, თამაზ ეჯიბია, გელა კვარაცხელია ეკა არუთინიანი, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, ანი ბიაშვილი, სანდრო ასათიანი, თათული ქიტიაშვილი, ელენე გვალია,  ანი ავაქიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები