ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით, ანსამბლი „თბილისი“ გურჯაანში სოლო კონცერტს გამართავს

12  მაისს, 17:00 საათზე, ანსამბლი „თბილისი“ გურჯაანში სოლო კონცერტს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდა და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. ანსამბლი “თბილისი” გურჯაანში სოლო კონცერტს სწორედ ამასთან დაკავშირებით გამართავს.
ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მხარდამჭერები არიან: საქართველოს მთავრობა;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს საპატრიარქო; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები