ჩაანაცვლებს თუ არა ბახტაძეს გახარია – პრემიერი კითხვას არასერიოზულად მიიჩნევს

“რაც მთავრობაში ვარ, იმის შემდეგ მესმის მსგავსი ჭორები და სერიოზულ კომენტარს ასეთ საკითხებზე ვერ გავაკეთებ”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების კითხვას – დაიკავებს თუ არა მის თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.
მისი თქმით, თუ მსგავსი სახის სამთავრობო ცვლილებები დაიგეგმება, ეს, პირველ ყოვლისა, ჟურნალისტებისთვის გახდება ცნობილი.
„არაერთხელ განვაცხადე, თუ რითი ვხელმძღვანელობთ ჩვენ, როდესაც იცვლება მთავრობის ესა თუ ის წევრი. ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური გუნდი, გვაქვს წარდგენილი ერთიანი სამთავრობო გეგმა და ამას სჭირდება შესრულება, სჭირდება კონკრეტული შედეგების მიტანა ჩვენს მოქალაქეებამდე. ამოცანები არის რთული, ეს მოითხოვეს ძალიან მაღალი ხარიხის მენეჯმენტს, გუნდურ სულისკვეთებას და ჩვენ ეს გვაქვს. თუ მსგავსი სამთავრობო ცვლილებების ნაწილი დაიგეგმება, თქვენ იქნებით პირველები, ვინც ამას შეიტყობთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები