სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დროებით გოგი გახარია უხელმძღვანელებს

გახარია დიმიტრი დარბაისელის მოადგილე იყო და ახლა ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს. თავდაპირველად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დროებით ხელმძღვანელად მინისტრმა ყოფილი თავმჯდომარის პირველი მოადგილე სიმონ მაჩაიძე წარადგინა, თუმცა, სუბარის თქმით, მაჩაიძემ ამ პოსტის დაკავებაზე უარი თავად განაცხადა.
„თავდაპირველად დაინიშნა პირველი მოადგილე, თუმცა ორი დღის წინ ის შეიცვალა. ცვლილება იმან განაპირობა, რომ პირველმა მოადგილემ თავად არ მოისურვა ამ თანამდებობაზე დარჩენა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები