მათიკაშვილი – ევროკავშირის წარმომადგენლობის ვიდეორგოლზე: დროშის პატივისცემაზე კი არ აქვთ გაკეთებული აქცენტი, არამედ იმაზე, რომ ძალადობას კვლავაც არ ემიჯნებიან

“სამწუხაროდ, საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარ სურვილებს ვერ მალავენ, ვერ განერიდნენ იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს ნამდვილად ვერ მიიყვანს საუკეთესო შედეგამდე”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.

„ყველას გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. რაც შეეხება კიდევ ერთ პროვოკაციულ მოცემულობას, სამწუხაროდ, ვერ მალავენ საკუთარ სურვილებს. ვერ განერიდნენ იმ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს ნამდვილად ვერ მიიყვანს საუკეთესო შედეგამდე. საქართველოში სახელმწიფო დროშა და ამ დროშის პატივისცემა ჩვენთვის ნიშნავს საქართველოს პატივისცემას, ხოლო იმ კონტექსტში გაკეთებული პასაჟები მათი ავტორების რეალურ სურვილებს ავლენს. დროშის პატივისცემაზე კი არ აქვთ გაკეთებული აქცენტი, არამედ იმაზე, რომ ძალადობას კვლავაც არ ემიჯნებიან. უარს ამბობენ პრეზიდენტის სასახლის შტურმთან დაკავშირებით ობიექტური შეფასებების გაკეთებაზე. კვლავაც არგამიჯვნის ჭრილში ავლენენ საკუთარ ნება-სურვილს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები