,,მეშვიდე კონტინენტის ქართველი” –  ხელოვნების სასახლე ქართულ და ინგლისურ ენებზე ახალ საინტერესო  გამოცემას ამზადებს

,,მეშვიდე კონტინენტის ქართველი” –  ქართულ და ინგლისურ ენებზე ახალი საინტერესო  გამოცემა მზადდება. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.

,,საქართველოს ხელოვნების სასახლე – საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს თანადგომით, ძალიან საინტერესო გამოცემას გიმზადებთ.

“მეშვიდე კონტინენტის ქართველი”- ეს არის უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც ინგლისურ და ქართულ ენებზე პირველად გამოიცემა, მოგონებები გვიყვება ქართველი ბიჭუნას თავგადასავალზე, რომელსაც მშობლები 1919 წელს თბილისში დაუხოცეს და ის ინგლისელმა ჯარისკაცებმა შეიფარეს, ქართველ ბიჭუნაზე, რომელმაც უელსის პრინცისა და შემდეგში ინგლისის ხელმწიფის ედუარდ VIII-ის დახმარებით ახალი ცხოვრება ავსტრალიაში დაიწყო. მოგონებები ინგლისურიდან ქართულად ხელოვნების სასახლის თანამშრომელმა ნინი სამხარაძემ თარგმნა, შესავალი და კომენტარები თქვენმა მონა -მორჩილმა დაურთო. წიგნი საქპატენტის მხარდაჭერით გამოიცემა (განსაკუთრებული მადლობა ამისათვის ბატონ სოსო გიორგაძეს), გამოცემა საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოების მიერ მომზადდა.. უფრო დაწვრილებით მეშვიდე კონტინენტის ქართველზე სულ მალე იმედის დღეში მოგიყვებით”, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები